დისკების საწმენდი ხსნარი - Disk

დისკების საწმენდი ხსნარი – Disk

კონცენტრირებული ხსნარი ავტომობილის დისკებისა და სხვა, მსუბუქი შენადნობების, ნაწილების საწმენდად. სწრაფად და ეფექტურად აცილებს სამუხრუჭე ხუნდების მუშაობისას წარმოქმნილ მტვერს, ნამწვს და სხვა საგზაო დაბინძურებებს.

პროდუქტის აღწერილობა

დანიშნულება: კონცენტრირებული მჟავოვანი ხსნარი, გამოიყენება ავტომანქანის დისკებისა და მსუბუქი შენადნობების, სხვა ნაწილების საწმენდად. სწრაფად და ეფექტურად აცილებს სამუხრუჭე ხუნდების მუშაობისას წარმოქმნილ მტვერს, ნამწვს, ჟანგს, ნავთობპროდუქტების და სხვა საგზაო დბინძურებებს.

გამოყენების წესი: ზავდება წყალში 200-500 გრ/ლ პროპორციით (დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე). მიღებული ხსნარი მიასხურეთ დასამუშავებელ ზედაპირს ტრიგერის, ან გამფრექვევი პომპის საშუალებით, დაიცადეთ 1-2 წუთი, შემდეგ მოუსვით ჯაგრისი და ჩამორეცხეთ წყლით.

შემედგენლობა: წყალი, ზედაპირულ აქტიური ნივთიერებები, ორგანული და არაორგანული მჟავების ნაზავი, საღებავი, არომატიზატორი.

უსაფრთხოების წესები: გამოიყენეთ ჯაგრისი და რეზინის ხელთათმანები. კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას ჩამოიბანეთ წლის დიდი რაოდენობით. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დაფასოება: პლასტმასის კანისტრები, 1 ლ., 6,2 კგ.