dry_wash_1000

მშრალი რეცხვა – “Dry wash”

მშრალი რეცხვა – ეკოლოგიურად სუფთა საშუალება მანქანის წყლის გარეშე გასარეცხად. გამოიყენება, როგორც ადგილობრივი დაბინძურებების, ასევე მთლიანი ძარის სარეცხად.

პროდუქტის აღწერილობა

დანიშნულება: მშრალი რეცხვა – ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალება მანქანის წყლის გარეშე გასარეცხად და ავტომობილის ძარის პოლირებისათვის. გამოიყენება, როგორც ადგილობრივი დაბინძურებების მოსაცილებლად, ასევე მთლიანი ძარის სარეცხად. ეფექტურად აცლის ისეთ დაბინძურებებს, როგორებიცაა: ფრინველების ექსკრემენტები, მწერების კვალი, მტვერი, სხვა და სხვა საგზაო დაბინძურებები და ასე შემდეგ. მშრალი რეცხვის შემადგენლობაში შემავალი ემულსიური კომპონენტები იძლევა ავტომობილის ძარის ხარისხიანად და ჯეროვნად პოლირების საშუალებას. ასევე, ემულსიის კომპონენტები მთლიანად ეკვრება ტალახის ნაწილაკებს და გამორიცხავს ძარაზე ნაკაწრების გაჩენას. ანიჭებს ბზინვარეებსა და იცავს გარემოს მანვე ზემოქმედებისაგან. იდეალურია გამოსაყენებლად წყლის მიწოდების შეფერხების პირობებში. ზოგავს ავტომობილის რეცხვის დროს.

გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ გამოყენების წინ. მოასხურეთ ავტომობილის ძარას, დაიცადეთ 1-2 წუთი, მოაცილეთ დაბინძურება ჩვრის საშუალებით, ხოლო შემდეგ გააპრიალეთ ძარა სუფთა ხელსახოცის საშუალებით. რეკომენდირებულია წმენდის ჩატარება მცირე მონაკვეთებად. არ გამოიყენოთ მშრალი რეცხვა მინებისა და სარკეების საწმენდად! ერთი ავტომობილის დამუშავების სავარაუდო დრო 20-30 წუთს შეადგენს.

შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, პოლირების კომპონენტები, შემასქელებელი, კონსერვანტი, ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები, არომატიზატორი.