Category Archives: news

უკონტაქტო რეცხვა

ყველაფერი უკონტაქტო რეცხვის შესახებ

რა არის უკონტაქტო რეცხვა? კითხვა – პასუხი და ყველაზე ამომწურავი ინფორმაცია უკონტაქტო რეცხვაზე.

1. რას გულისხმობს უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია?

უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია უმარტივესია. იგი გულისხმობს: ავტომანქანის ძარაზე, უკონტაქტო ქაფის, ქაფის კომპრესორის ან ქაფის ბალონის საშუალებით დატანებას; მანქანის ძარაზე რამოდენიმე ხნის (1-3 წთ) ქაფის შეყოვნებას; მაღალი წნევის ჭავლით ქაფისა და ტალახის ჩამორეცხვას, შემდგომ კი გამშრალებას. ქაფის მისხურება, როგორც უკვე ავღნიშნეთ ხდება ქაფის ბალონის ან კომპრესორის საშუალებით. ბალონი, უშუალოდ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის (“კერხერის”) დანართ-აქსესუარს წარმოადგენს, რომელიც ყენდება გამფრქვევი ლულის ნაცვლად. კომპრესორი კი, ცალკე მდგომ მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ კომპრესორის გამოყენება, გარკვეულწილად ზოგავს უკონტაქტო რეცხვის ხსნარს ბალონთან შედარებით, ვინაიდან შესაძლებელია უფრო დაბალი კონცენტრაციით გაზავება.

2. რას წარმოადგენს ქაფის კომპრესორი და რას წარმოადგენს ქაფის ბალონი?

ქაფის ბალონი, ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა, იგი შედგება: პლასტმასის რეზერვუარისაგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი) და ქაფწარმომქმნელი-გამფრქვევი მემბრანისაგან. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ რთულ მოწყობილობას წარმოადგენს. იგი მოიცავს რამოდენიმე ჟიკლიორს, რომელიც წყლის ჭავლის საშუალებით წარმოქმნის ქაფს და ახდენს მის გაფრქვევას.

კომპრესორი კი, შედგება: ავზისგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი), გამფრქვევი ლულისგან და ჰაერის კომპრესორისგან, რომლიც ტუმბავს ავზს და ახდენს ქაფის გაფრქვევას.

3. აზიანებს თუ არა საღებავს უკონტაქტო ქაფი?

ეს საკითხი, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ დაწვრილებით განვიხილეთ. თუმცა, ურიგო არ იქნება კვლავ იმის შეხსენება, რომ საღებავს აზიანებს კუსტარულად მომზადებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ქლორს ან კაუსტიკურ სოდას. თანამედროვე და სერტიფიცირებული საავტომობილო ქიმია, შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელიც იცავს ავტომობილის ძარას და ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას.

4. როგორ გავრეცხოთ ძალიან დაბინძურებული ავტომობილი ზამთარში?

გარდა იმისა, რომ ზამთარში მანქანა უფრო მეტად ისვრება, ის ზაფხულთან შედარებით გაცილებით იშვიათად ირეცხება. დამატებით სირთულეს, წარმოადგენს ცივი წყალი, რომელიც ამცირებს უკონტაქტო ხსნარის ეფექტს. ამიტომ, ზამტრის პირობებში აუცილებელია ან ცხელი წყლით რეცხვის აპარატის გამოყენება ან სპეციაალური, ზამთრის პირობებისათვის მორგებული უკონტაქტო ხსნარის გამოყენება.

5. შეიძლება თუ არა სატვირტო ავტომობილების რეცხავა უკონტაქტოდ?

უკონტაქტო მეთოდით, სატვირტო ავტომობილების რეცხვას უამრავი უპირატესობა გააჩნია. საკამარისია ის, რომ გამოცდილ მრეცხვას მაქსიმუმ 20-25 წთ სჭირდება დიდი ტრაილერის გასარეცხად. ქაფის მისხურება შესაძლებელია ყველაზე მაღალ წერტილებშიც კი. და ყოველივე ეს, მხოლოდ ერთი ადამიანის ძალებით! თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წნევის აპარატის ნომინალური სამუშაო წნევა არ იყოს 200 ბარზე ნაკლები.

როგორც ხედავთ, უკონტაქტო რეცხვა არის ყველაზე თანამედროვე და პრაქტიკული რეცხვის მეთოდი!

 

უხერხული კითხვები მანქანის რეცხვის შესახებ

ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია მრვალი ცრურწმენა. ბევრი მათგანი ავტომობილის რეცხვას უკავშირდება. ჩვენ, შევაგროვეთ რამოდენიმე კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, მაგრამ ამავდროულად კითხვის დასმაც ერიდება.

1) “კერხერს” შეუძლია ავტომობილის ძარის დაზიანება.

რეცხვასთან დაკავშირებული მითებიდან, ეს მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, იგიც საჭიროებს განმარტებას: მაღალი წნევით რევხვის უკონტაქტო მეთოდი, იძლევა შედეგის და დანახარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას ყველაზე უკეთ, ამიტომაცაა ის პოპულარული მთელს საქართველოში. საქართველოში გავრცელებული მაღალი წნევით რეცხვის დანადგარების 80% ნომინალური წნევა, არ აღემატება 210 ბარს, დიაპაზონი კი 160-210 ბარს უდრის. ეს წნევა, იდეალურია ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილის ძარის რეცხვისათვის, როგორც სედანის, ისე ჯიპის ტიპის. მსუბუქი ავტომობილის ძარის ქარხნული წესით დაფერვა ხდება ისეთ ნაირად, რომ რომ საღებავმა გაუძლოს სულ მინიმუმ 250 ბარს წყლის წნევას დაზიანებების გარეშე. ამ და მასზე ნაკლებ წნევას შეუძლია დააზიანოს ძარა, თუ ის შეღებილია წესების დარღვევით ავარიის შემდგომ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ავტომობილის ხელოსნებს არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და ტექნიკა მანქანის შესაღებად სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, თუ მანქანა არ არის სწორედ შეღებილი, არსებობს საკმაოდ მაღალი თეორიული შანსი შერემონტებილი საფარის დაზიანების. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ავტომობილის ძარას, უფრო მეტად აზიანებს არა სერტიფიცირებული და კუსტარული ხსნარები და უკონტაქტო შამპუნები ვიდრე მაღალი წნევა. ვინაიდან კუსტარული ხსნარები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ კაუსტიკურ სოდას და ქლოროვან მათეთრებელ ნივთიერებებს. კოუსტიკური სოდა, საკამოდ აგრესიული ნივთიერებაა იგი მყისიერად შედის რეაქციაში მსუბუქ ლითობენთან და იწვევს მათ კოროზიას და ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც გამოიხატება მონიკილებული დეტალების გამუქებაში. ამის გარდა, თუ საღებავი არ არის სათანადოდ გამშრალებული და ამის შემდგომ გაპრიალებული, იგი აღწევს კორპუსის ლითონამდე და დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც საღებავის აქერცვლას ისე მანქანის ძარის კოროზიას. რაც შეეხება ქლორს, იგი უკვე მეორე გამოყენებაზე, ხოლო უხარისხო საღებავის შემთხვევაში, პირველიზევე ავტომობილის ძარა კარგავს ბზინვარებას.

2) პორტალური (ავტომატური) სამრეცხაო “ხაზავს” ავტომობილის ძარას.

არც ეს მოსაზრება მოკლებულია საფუძველს! პორტალურ სამრეცხაოს, რომელსაც საქართველოში ხშირად “ავტომატურ ჩოთქებსაც” უწოდებენ, და რომელიც ხშირად გხვდება ბენზინ გასამართ სადგურებზე, მართლაც შეუძლია ავტომანქანის ძარის როგორც დაკაწრვა ისე, ტალახის ანდა ხსნარის ზოლების დატოვება. საქმე იმაშია, რომ წმენდასთან ერთად, პორტალის ჯაგრისები აცლის ავტომობილის ძარას, წარმოადგენს ცვეთად ნაწილს, რომელიც საჭიროებს დროულ ცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები მოცვეთილია ან გამომხმარია, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მაქანის ძარის დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები იცვლება დროულად და ასევე გამოიყენება შესაბამისი ქიმიური საშუალებები, პორტალი წარმოადგენს მანქანის რეცხვის ყველაზე სწრაფ და იაფ საშუალებას.

3) ხელით რეცხვა, უკეთესია ვიდრე მაღალი წნევით უკონტაქტო რეცხვა.

აღნიშნული მოსაზრება, სრულ აბსურდს წარმოადგენს! პირიქით, ეს აზიანებს მანქანას! მანქანის ხელით რეცხვა, გულისხმობს ღრუბელის გამოყენებას, რომელიც დასველებულია შესაბამის სარეცხ საშუალებაში. რეცხვისას, ხდება ღრუბელის მოსმა მანქანის ძარაზე, ამ დროს კი მანქანის ძარაზე დარჩენილი ქვიშის ნაწილაკების ეხახუნება მანქანის ძრას და იწვევს ნაკაწრებისა და მიკრობზარების წარმოქმნას მანქანის ძარის შეღებილ ნაწილებზე. რაც, შემდგომ იწვევს ძარის კოროზიას.

4) მანქანის ხშირი რეცხვა საზიანოა.

ეს, აზრიც საკმაოდ მოკლებულია საფუძველს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საზომი იმისა, თუ რა არის ხშირად და რა არის იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესია მანქანა იყოს სუფთა ვიდრე ტალახიანი. ვინაიდან ტალახი და მტვერი იწვევს ნესტის აბსორბაციას, რაც ასევე თავის მხვრივ იწვევს ძარის კოროზიას. იმ მიზნით, რომ მანქანამ უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს სისუფთავე, სასურველი სპეციალური დამცავი ცვილის გამოყენება, აღნიშნული ცვილი აფერხებს მანქანის ძარაზე როგორც წყლის ისე მტვერის შეყოვნებას.

5) სუფთა მანქანა უკეთ დადის.

ეს აზრი, ყველა წარმოდგენილს შორის ყველაზე მართებულია. უპირველეს ყოვლისა, მტვერი და ტალახი ზრდის ხახუნის ძალას, შესაბამისად იზრდება საწვავის ხარჯი. იდეაში სხვაობა მინიმალურია, თუმცა ეს თეორიული მოსაზრება დამტკიცებულია პრაქტიკული ცდებით. მაგალითად, აბსოლუტურად სუფთა და ძალიან ტალახიან მანქანას შორის სწვავის დანახარჯის სხვაობა შეიძლება 10,1% კი უდრიდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი: სუფთა მანქანაში ჩასხდომა, მგზავრსაც და მძღოლსაც სიამოვნებს.

მთავარია გახსოვდეთ, რომ სწორი საავტომობილო ქიმიის და მოვლის საშუალებების გამოყენება არა მხოლოდ უფრო მიმზიდველ შესახედაობას მისცემს თქვენს მანქანას, არამედ მის უქსპლუატაციის ვადასაც გაზრდის.

53335

როგორ მოვუაროთ ავტომობილს შემოდგომით

გლახა მუშას შემოდგომაზე მოუკვდება გულიო.” -გავსწავლის ხალხური ანდაზა, იმისათვის, რომ არც გული მოგვიკვდეს და არც სხვა რამ, სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორ მოვუაროთ ავტომობილს შემოდგომით.

შემოდგომას დანამდვილებით არ შეიძლება ეწოდოს საუკეტესო სეზონი ავტომობილისათვისათვის, ირგვლივ ტალახია, ხშირია წვიმა და უამინდობა, ამრიგად მანქანა უფრო ხშირ რეცხვას საჭიროებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ მოვუაროთ ავტომობილს სწორად, რათა არამხოლოდ გავზარდოთ მისი ექსპლუატაციის ვადა არამედ გავითვალიწინოთ ჩვენი და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების უსაფრთხოებაც.

იმისათვის, რომ მანქანის ძარა უფრო დიდხანს შევინარჩუნოდ სუფთა მდგომარეობაში და ასევე დავიცვათ იგი კოროზიისგან, აუცილებელია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება, მაგალითად პოლირების ცვილის გამოყენება ყოველი რეცხვის შემდეგ. პოლირების ცვილი, როგორც ასეთი  მანქანის ძარას ბზინვარებას ანიჭებს, იგი ასევე აფერხებს წვიმის წყლის შეყოვნებას მანქანის ძარაზე. აქედან გამომდოინარე, მანქანა უფრო დიდხანს რჩება სუფთა. ასევე, მსგავსი საშუალებები ავსებენ ძარის მიკრობზარებს და შესაბამისად ახანგრძლივებენ ძარის “სიცოცხლეს” იცავენ რა მას კოროზიისგან.

შემოდგომაზე ხშირია ნალექი, ამიტომაც სალონის ნოხები (ე.წ. კოვრიკები) ხშირად სველდება. სველი ნოხი, არა მხოლოდ აზიანებს მანქანის ძარას, არამედ მგზავრების ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს.  აუცილებელია მანქანის ნოხების გამოშრობა, და ასევე უსიამოვნო სუნის თავიდან აცილების მზნით მათ ქვეშ სივრცის ამოშრობა. ამიტომ, ნამდვილად არ იქნება ურიგო თუ საღამოს მანქანის ფარხში გაჩერების წინ ამოიღებთ და გაფენთ ნოხებს.

ცივ ამინდში, ავტომობილის ძრავი უარესად მუშაობს ვიდრე თბილ ამინდში. შემოდგმის სეზონის დადგომის წინ, აუცილებლივ შეამოწმეთ ძრავის ბლოკისა და მთლიანი ელ. სისტემის გამართულობა და იზოლაციის ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომაბილის ძრავი და ძრავის ბლოკი მნიშვნელოვნად დასვრილია საექსპლუატაციო დაბინძურებებით (ზეთი, მასზე დადებული მტვერი და ა.შ.), აუცილებელია წვიმების დაწყებამდე ძრავის ბლოკი გაირეცხოს, სპეციალური ძრავის სარეცხი სითხის გამოყენებით.

თუმცა, ჩვენს პირობებში შემოდგომის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წვიმა წარმოადგენს, რომელიც მუდამ სვრის ავტომობილის საქარე მინასა და ფარებს. შედეგად კი მცირდება ხილვადობა, რთულდება ავტომობილის მართვა და იქმნება საავარიო სიტუაციები. ამ პრობლემის გადასაჭრეად საჭიროა, შესაბამისი სითხის ამრიდი საშუალებების გამოყენება, რომელიც აფერხებს წყლის წვეთების შეყოვნებას მინის დეტალებზე.  წვიმის დროს, ასევე მცირდება საბურავების შეჭიდება სავალ ნაწილთან, ამიტომ მართვის სიფრთხილესთან ერთად სავალი ნაწილის და საბურავების გამართულობის შესახებაც უნდა გვახსოვდეს. დაივიწყეთ ზაფხულის, უცაბედი დამუხრუჭების სტილი.

გაუფრთხილდით თქვენს თავსა და თქვენს ავტომობილს! მოუარეთ მას სწორედ და ისიც არ დაგრჩებათ ვალში…

Karcher

მინი სამრეცხაო – პრაქტიკული რჩევები

რატომ და როგორ გამოვიყენოთ მინი სამრეცხაო საკუთარი ავტომობილის სარეცხად სახლის პირობებში.

მინი სამრეცხაო, (ე.წ. საოჯახო “კერხერის” სამრეცხაო) შეუცვლელი ნივთია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც თავად სურს, შინ გარეცხოს ავტომანქანა, ხარისხიანად და რაც მთავარია დროის მინიმალური დანახარჯით.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საჭიროა მე ვრეცხო ჩემი მანქანა, თუ ამას რამოდენიმე ლარის სანაცვლოდ ნებისმიერი ავტოსმრეცხაო გააკეთებს? ჩვენ შევეცდებით, ამ და სხვა შეკითხვებს ქვემოთ გავცეთ პასუხი.

მინისამრეცხაოს უპირატესობები

თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ გარემოში, მანქანის ღრუბელისა და სათლის (ვედრო)საშუელებით რეცხვა, არა მხოლოდ მოსაწყენი, არამედ საზიანოცაა. ვინაიდან, მანქანის ძარაზე არსებულ ქვიშის და სხვა მიკრონაწილაკებს ადვილად  ღრუბელის ზუმფარად (შკურკა) გადაქცევა შეუძლია.

ასევე, თქვენ, მანქანას აღარ ანდობთ სხვას და მის რეცხვის პროცესსა და ხარისხს სრულებით გააკონტროლებთ. გასათვალისწინებელია ასევე გამოყენებული ქიმიური სარეცხი საშუალებების ხარისხი, საქართვეოში კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც სამრეცხაოები იყენებენ არა სპეციალიზირებულ უკონტაქტო ხსნარებს, არამედ კუსტარულ ხსნარებს, რომელიც შეიცავს კაუსტიკურ სოდას და ჭუჭკთან ერთად საღებავსაც აცლის მანქანის ძარას.

სამრეცხაოს პერსონალიც (ე.წ. მოიშიკიბი) ხშირად არ გამოირჩევიან არც პასუხისმგებლობის მაღალი დონითა და არც სანდოობით. არცაა გასაკვირი მათი ამგვარი დამოკიდებულება, ვინაიდან მათ ფაქტიურად უმძიმეს პირობებში უწევთ შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

რეხვის პროცესი

მაღალი წნევით რეცხვის, მინი სამრეცხაო, ნამდვილად გაგიადვილებთ საქმეს, მეტიც: მანქანის რეცხვის პროცესს სასიამოვნოდ აქცევს. იგი სულ რამოდენიმე ნაბიჯისაგან შედგება:

  1. გააზავეთ უკონტაქტო ხსნარი (უკონტაქტო შამპუნი) სპეციალურ სამარჯვ – ქაფ გენერატორში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დაიცვათ შეფუთვაზე მითითებული პროპორცია;
  2. ვარგებთ სამარჯვს, მინისამრეცხაოს და შემდეგ დაგვაქვს ქაფი ავტომობილის ძარაზე, საბურავებზე და მინებზე. ქაფის დატანაება აუცილებელია მოხდეს თანაბრად, ქვემოდან ზევით;
  3. ვიცდით რამოდენიმე წუთს, მაქსიმუმ 3-5. არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ ქაფის შეშრობა! გამხმარი ქაფის ჩამორეხვა, არანაკლებ რთულია ვიდრე ტალახის;
  4. იმ შემტხვევაში თუ ავტომობილი ძლიერაა დაბინჯურებული, მასზე შემხმარია ტალახი, ტყის თიხა ან თუნდაც ზეთის ლაქები, ხსნარის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ტალახის პირდაპირ მოცილება წყლის ჭავლით და მხოლოდ ამის შემდეგ ქაფის მისხურება ავტომობილზე, რათა ავტომობილის ძარა გაირეცხოს და შეიინოს ბზინვარება;
  5. მას შემდეგ, რაც უკონტაქტო ხსნარი “შეჭამს” ტალახს, საჭიროა მისი ჩამორეცხვა მაღალი წნევის ჭავლით. ჩამორეცხვა ხდება, ზევიდან ქვევით, თანაბარი მოძრაობებით. ყურადრება მიაქციეთ საბურავებს და ძნელად შეღწევად ადგილებს, როგორებიცაა: სარკეები, საბარგულის მხარე და ა.შ.;
  6. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ძარის რეცხვას, შეგიძლიათ გარეცხოთ რეზინის ნოხები (ე.წ. კოვრიკები), მტვერსასრუტით დაასუფთავოთ სალონი და გამოიყენოთ საავტომობილო კოსმეტიკა.

სულ, ეს არის! მინი სამრეცხაო მნიშნელოვნად ადდვილებს ავტომობილის რეცხვას სახლის პირობებში, ზოგავს თქვენს დროს და ზრდის რეცხვის ხარისხს.

როგორ გავრეცხოთ მანქანა შინ?

როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლში?

ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს ავტომობილი ხარისხიანად გარეცხოს სახლის პირობებში. მოკლე ინფორმაცია თუ როგორ გავრეცხოთ მანქანა შინ.

ეს კითხვა ადამიანებს ძალიან არც ისე ხშირად აწუხებთ, ვინაიდან ავტომფლობელთა უმრავლესობა ან სპეციალიზირებულ ავტოსამრეცხაოებს ამჯობინებს ან უკვე ბევშობიდან რეცხავდა მშობლის თუ ნათესავის მანქანას. თუმცა, ბევრმა არც კი იცის ბოლომდე როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლის პირობებში ან როგორ გავეკეთოთ ეს ხშირად. მაშ, როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლში?

ქვემოთ მოცემულია, პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს ავტომობილი ხარისხიანად გარეცხოს სახლის პირობებში.

მანქანის გასარეცხად თქვენ დაგჭირდებათ:

  1. სპეციალური საავტომობილო შამპუნი;
  2. სათლი (ვედრო);
  3. მსხვილფოსოებიანი ღრუბელი;
  4. შუშების საწმენდი სითხე;
  5. სალონის საწმენდი საშუალება;
  6. ავტომობილის გასამშრალებელი ტილო;
  7. წყალი (უმჯობესია გამდინარე, რეზინის მილით მიყვანილი იმ ადგილამდე სდაც რეცხავთ მანქანას).

სანამ ავტომობილის რეცხვას შევუდგებოდეთ, საჭიროა შევარჩიოთ შესაბამისი ადგილი. ეს ადგილი უნდა იყოს ჩრდილში, მნიშვნელოვანია, რომ დაღვრილმა წყალმა არ უნდა წარმოქმნას ტალახი, ხოლო ქიმიურმა საშუალებებმა არ უნდა დააზიანოს ნარგავები და ყვავილები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეცხვამდე მანქანის ძარა გაგრილდეს, ვინაიდან ცხელ ძარაზე მისხმულ შამპუნს ნაკლები ეფექტი გააჩნია.

ამოიღეთ ავტომობილიდან, რეზინის ნოხები (ე.წ. კოვრიკები).

მოასხით ავტომობილის ძარას წყალი. ჩამორეცხეთ ტალახი და სხვა დაბინძურებები წყლის ჭავლის საშუალებით. ამ ეტაპზე ნუ იხმართ ღრუბელს, ვინაიდან ტალახის ნაწილაკებმა შეიძლება დაკაწროს თქვენი ავტომობილის ძარა.

ჩაასხით საავტომობილო შამპუნი, სათლში და გააზავეთ იგი ინსტრუქციის შესაბამისად. აუცილებელია გამოიყენოთ, მხოლოდ სპეციალური შამპუნი. სახვა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებს, მაგ.: ჭურჭლის სარეცხ ჟელეებს და სარეცხ ფხვნილებს ავტომობილის ძარის საღებავის დაზიანება შეუძლია.

ჩაალბეთ ღრუბელი სათლში, და დაიწყეთ ავტომობილის რეცხვა. აქ ორი აუცილებელი პირობა უნდა გვახსოვდეს: 1) რეცხვა უნდა დაიწყოთ მანქანის სახურავიდან და ჩამოხვიდეთ ქვევით. 2) საანამ ღრუბელს სათლში ჩაალბობდეთ, კარგად გარეცხეთ იგი გამდინარე წყლით.

გამოხსენით კარებები და ფრთხილად, ისე რომ არ შეეხოთ პლასტმასის ნაწილებს და სალონის ელემენტებს გარეცხეთ კარებების კიდეები.

მას შემდეგ, რაც ავტომობილი მთლიანად გაქაფული იქნება, ჩამორეცხეთ შამპუნი, ასევე ზემოდან ქვევით.  ხოლო, კარბების კიდეები სუფთა სველი ღრუბელის საშუალებით გარეცხეთ. ასევე, კარგად გარეცხეთ ავტომობილის საბურავები, როგორც ღრუბელის ისე გამდინარე წყლის საშუალებით.

გაამშრალეთ, ავტომობილის ძარა და მინები ტილოს საშუალებით. რაც უფრო ხშირად გაწურავთ ტილოს – მით უკეთესი.

ამის მერე, შეგიძლიათ გარეცხოთ ავტომობილის რეზინის ნოხები. მათი გამშრალება, ტილოს საშუალებით არ არის აუცილებელი.

რეზინის ნოხების მერე, დგება შუშების დროც. მოაფრქვიეთ შუშებზე სპეციალური საწმენდი სითხე, და მოაპრიალეთ შუშები მშრალი ტილოს ან ხელსახოცის საშუალებით.