უკონტაქტო რეცხვა

ყველაფერი უკონტაქტო რეცხვის შესახებ

რა არის უკონტაქტო რეცხვა? კითხვა – პასუხი და ყველაზე ამომწურავი ინფორმაცია უკონტაქტო რეცხვაზე.

1. რას გულისხმობს უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია?

უკონტაქტო რეცხვის ტექნოლოგია უმარტივესია. იგი გულისხმობს: ავტომანქანის ძარაზე, უკონტაქტო ქაფის, ქაფის კომპრესორის ან ქაფის ბალონის საშუალებით დატანებას; მანქანის ძარაზე რამოდენიმე ხნის (1-3 წთ) ქაფის შეყოვნებას; მაღალი წნევის ჭავლით ქაფისა და ტალახის ჩამორეცხვას, შემდგომ კი გამშრალებას. ქაფის მისხურება, როგორც უკვე ავღნიშნეთ ხდება ქაფის ბალონის ან კომპრესორის საშუალებით. ბალონი, უშუალოდ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის (“კერხერის”) დანართ-აქსესუარს წარმოადგენს, რომელიც ყენდება გამფრქვევი ლულის ნაცვლად. კომპრესორი კი, ცალკე მდგომ მოწყობილობას. აღსანიშნავია, რომ კომპრესორის გამოყენება, გარკვეულწილად ზოგავს უკონტაქტო რეცხვის ხსნარს ბალონთან შედარებით, ვინაიდან შესაძლებელია უფრო დაბალი კონცენტრაციით გაზავება.

2. რას წარმოადგენს ქაფის კომპრესორი და რას წარმოადგენს ქაფის ბალონი?

ქაფის ბალონი, ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა, იგი შედგება: პლასტმასის რეზერვუარისაგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი) და ქაფწარმომქმნელი-გამფრქვევი მემბრანისაგან. თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ რთულ მოწყობილობას წარმოადგენს. იგი მოიცავს რამოდენიმე ჟიკლიორს, რომელიც წყლის ჭავლის საშუალებით წარმოქმნის ქაფს და ახდენს მის გაფრქვევას.

კომპრესორი კი, შედგება: ავზისგან (სადაც ისხმევა გაზავებული ხსნარი), გამფრქვევი ლულისგან და ჰაერის კომპრესორისგან, რომლიც ტუმბავს ავზს და ახდენს ქაფის გაფრქვევას.

3. აზიანებს თუ არა საღებავს უკონტაქტო ქაფი?

ეს საკითხი, ჩვენ რამოდენიმე ხნის წინ დაწვრილებით განვიხილეთ. თუმცა, ურიგო არ იქნება კვლავ იმის შეხსენება, რომ საღებავს აზიანებს კუსტარულად მომზადებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ქლორს ან კაუსტიკურ სოდას. თანამედროვე და სერტიფიცირებული საავტომობილო ქიმია, შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომელიც იცავს ავტომობილის ძარას და ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას.

4. როგორ გავრეცხოთ ძალიან დაბინძურებული ავტომობილი ზამთარში?

გარდა იმისა, რომ ზამთარში მანქანა უფრო მეტად ისვრება, ის ზაფხულთან შედარებით გაცილებით იშვიათად ირეცხება. დამატებით სირთულეს, წარმოადგენს ცივი წყალი, რომელიც ამცირებს უკონტაქტო ხსნარის ეფექტს. ამიტომ, ზამტრის პირობებში აუცილებელია ან ცხელი წყლით რეცხვის აპარატის გამოყენება ან სპეციაალური, ზამთრის პირობებისათვის მორგებული უკონტაქტო ხსნარის გამოყენება.

5. შეიძლება თუ არა სატვირტო ავტომობილების რეცხავა უკონტაქტოდ?

უკონტაქტო მეთოდით, სატვირტო ავტომობილების რეცხვას უამრავი უპირატესობა გააჩნია. საკამარისია ის, რომ გამოცდილ მრეცხვას მაქსიმუმ 20-25 წთ სჭირდება დიდი ტრაილერის გასარეცხად. ქაფის მისხურება შესაძლებელია ყველაზე მაღალ წერტილებშიც კი. და ყოველივე ეს, მხოლოდ ერთი ადამიანის ძალებით! თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი წნევის აპარატის ნომინალური სამუშაო წნევა არ იყოს 200 ბარზე ნაკლები.

როგორც ხედავთ, უკონტაქტო რეცხვა არის ყველაზე თანამედროვე და პრაქტიკული რეცხვის მეთოდი!