Karcher

მინი სამრეცხაო – პრაქტიკული რჩევები

რატომ და როგორ გამოვიყენოთ მინი სამრეცხაო საკუთარი ავტომობილის სარეცხად სახლის პირობებში.

მინი სამრეცხაო, (ე.წ. საოჯახო “კერხერის” სამრეცხაო) შეუცვლელი ნივთია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც თავად სურს, შინ გარეცხოს ავტომანქანა, ხარისხიანად და რაც მთავარია დროის მინიმალური დანახარჯით.

მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საჭიროა მე ვრეცხო ჩემი მანქანა, თუ ამას რამოდენიმე ლარის სანაცვლოდ ნებისმიერი ავტოსმრეცხაო გააკეთებს? ჩვენ შევეცდებით, ამ და სხვა შეკითხვებს ქვემოთ გავცეთ პასუხი.

მინისამრეცხაოს უპირატესობები

თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ გარემოში, მანქანის ღრუბელისა და სათლის (ვედრო)საშუელებით რეცხვა, არა მხოლოდ მოსაწყენი, არამედ საზიანოცაა. ვინაიდან, მანქანის ძარაზე არსებულ ქვიშის და სხვა მიკრონაწილაკებს ადვილად  ღრუბელის ზუმფარად (შკურკა) გადაქცევა შეუძლია.

ასევე, თქვენ, მანქანას აღარ ანდობთ სხვას და მის რეცხვის პროცესსა და ხარისხს სრულებით გააკონტროლებთ. გასათვალისწინებელია ასევე გამოყენებული ქიმიური სარეცხი საშუალებების ხარისხი, საქართვეოში კვლავაც ხშირია შემთხვევები, როდესაც სამრეცხაოები იყენებენ არა სპეციალიზირებულ უკონტაქტო ხსნარებს, არამედ კუსტარულ ხსნარებს, რომელიც შეიცავს კაუსტიკურ სოდას და ჭუჭკთან ერთად საღებავსაც აცლის მანქანის ძარას.

სამრეცხაოს პერსონალიც (ე.წ. მოიშიკიბი) ხშირად არ გამოირჩევიან არც პასუხისმგებლობის მაღალი დონითა და არც სანდოობით. არცაა გასაკვირი მათი ამგვარი დამოკიდებულება, ვინაიდან მათ ფაქტიურად უმძიმეს პირობებში უწევთ შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.

რეხვის პროცესი

მაღალი წნევით რეცხვის, მინი სამრეცხაო, ნამდვილად გაგიადვილებთ საქმეს, მეტიც: მანქანის რეცხვის პროცესს სასიამოვნოდ აქცევს. იგი სულ რამოდენიმე ნაბიჯისაგან შედგება:

  1. გააზავეთ უკონტაქტო ხსნარი (უკონტაქტო შამპუნი) სპეციალურ სამარჯვ – ქაფ გენერატორში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დაიცვათ შეფუთვაზე მითითებული პროპორცია;
  2. ვარგებთ სამარჯვს, მინისამრეცხაოს და შემდეგ დაგვაქვს ქაფი ავტომობილის ძარაზე, საბურავებზე და მინებზე. ქაფის დატანაება აუცილებელია მოხდეს თანაბრად, ქვემოდან ზევით;
  3. ვიცდით რამოდენიმე წუთს, მაქსიმუმ 3-5. არავითარ შემთხვევაში, არ დაუშვათ ქაფის შეშრობა! გამხმარი ქაფის ჩამორეხვა, არანაკლებ რთულია ვიდრე ტალახის;
  4. იმ შემტხვევაში თუ ავტომობილი ძლიერაა დაბინჯურებული, მასზე შემხმარია ტალახი, ტყის თიხა ან თუნდაც ზეთის ლაქები, ხსნარის დაზოგვის მიზნით შესაძლებელია ტალახის პირდაპირ მოცილება წყლის ჭავლით და მხოლოდ ამის შემდეგ ქაფის მისხურება ავტომობილზე, რათა ავტომობილის ძარა გაირეცხოს და შეიინოს ბზინვარება;
  5. მას შემდეგ, რაც უკონტაქტო ხსნარი “შეჭამს” ტალახს, საჭიროა მისი ჩამორეცხვა მაღალი წნევის ჭავლით. ჩამორეცხვა ხდება, ზევიდან ქვევით, თანაბარი მოძრაობებით. ყურადრება მიაქციეთ საბურავებს და ძნელად შეღწევად ადგილებს, როგორებიცაა: სარკეები, საბარგულის მხარე და ა.შ.;
  6. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ძარის რეცხვას, შეგიძლიათ გარეცხოთ რეზინის ნოხები (ე.წ. კოვრიკები), მტვერსასრუტით დაასუფთავოთ სალონი და გამოიყენოთ საავტომობილო კოსმეტიკა.

სულ, ეს არის! მინი სამრეცხაო მნიშნელოვნად ადდვილებს ავტომობილის რეცხვას სახლის პირობებში, ზოგავს თქვენს დროს და ზრდის რეცხვის ხარისხს.