უხერხული კითხვები მანქანის რეცხვის შესახებ

ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია მრვალი ცრურწმენა. ბევრი მათგანი ავტომობილის რეცხვას უკავშირდება. ჩვენ, შევაგროვეთ რამოდენიმე კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, მაგრამ ამავდროულად კითხვის დასმაც ერიდება.

1) “კერხერს” შეუძლია ავტომობილის ძარის დაზიანება.

რეცხვასთან დაკავშირებული მითებიდან, ეს მოსაზრება რეალობასთან ყველაზე ახლოსაა. თუმცა, იგიც საჭიროებს განმარტებას: მაღალი წნევით რევხვის უკონტაქტო მეთოდი, იძლევა შედეგის და დანახარჯების ოპტიმიზაციის საშუალებას ყველაზე უკეთ, ამიტომაცაა ის პოპულარული მთელს საქართველოში. საქართველოში გავრცელებული მაღალი წნევით რეცხვის დანადგარების 80% ნომინალური წნევა, არ აღემატება 210 ბარს, დიაპაზონი კი 160-210 ბარს უდრის. ეს წნევა, იდეალურია ნებისმიერი ტიპის მსუბუქი ავტომობილის ძარის რეცხვისათვის, როგორც სედანის, ისე ჯიპის ტიპის. მსუბუქი ავტომობილის ძარის ქარხნული წესით დაფერვა ხდება ისეთ ნაირად, რომ რომ საღებავმა გაუძლოს სულ მინიმუმ 250 ბარს წყლის წნევას დაზიანებების გარეშე. ამ და მასზე ნაკლებ წნევას შეუძლია დააზიანოს ძარა, თუ ის შეღებილია წესების დარღვევით ავარიის შემდგომ. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები როდესაც ავტომობილის ხელოსნებს არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება და ტექნიკა მანქანის შესაღებად სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, თუ მანქანა არ არის სწორედ შეღებილი, არსებობს საკმაოდ მაღალი თეორიული შანსი შერემონტებილი საფარის დაზიანების. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ავტომობილის ძარას, უფრო მეტად აზიანებს არა სერტიფიცირებული და კუსტარული ხსნარები და უკონტაქტო შამპუნები ვიდრე მაღალი წნევა. ვინაიდან კუსტარული ხსნარები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ კაუსტიკურ სოდას და ქლოროვან მათეთრებელ ნივთიერებებს. კოუსტიკური სოდა, საკამოდ აგრესიული ნივთიერებაა იგი მყისიერად შედის რეაქციაში მსუბუქ ლითობენთან და იწვევს მათ კოროზიას და ოქსიდის წარმოქმნას, რომელიც გამოიხატება მონიკილებული დეტალების გამუქებაში. ამის გარდა, თუ საღებავი არ არის სათანადოდ გამშრალებული და ამის შემდგომ გაპრიალებული, იგი აღწევს კორპუსის ლითონამდე და დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც საღებავის აქერცვლას ისე მანქანის ძარის კოროზიას. რაც შეეხება ქლორს, იგი უკვე მეორე გამოყენებაზე, ხოლო უხარისხო საღებავის შემთხვევაში, პირველიზევე ავტომობილის ძარა კარგავს ბზინვარებას.

2) პორტალური (ავტომატური) სამრეცხაო “ხაზავს” ავტომობილის ძარას.

არც ეს მოსაზრება მოკლებულია საფუძველს! პორტალურ სამრეცხაოს, რომელსაც საქართველოში ხშირად “ავტომატურ ჩოთქებსაც” უწოდებენ, და რომელიც ხშირად გხვდება ბენზინ გასამართ სადგურებზე, მართლაც შეუძლია ავტომანქანის ძარის როგორც დაკაწრვა ისე, ტალახის ანდა ხსნარის ზოლების დატოვება. საქმე იმაშია, რომ წმენდასთან ერთად, პორტალის ჯაგრისები აცლის ავტომობილის ძარას, წარმოადგენს ცვეთად ნაწილს, რომელიც საჭიროებს დროულ ცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები მოცვეთილია ან გამომხმარია, რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული მაქანის ძარის დაზიანება. იმ შემთხვევაში, თუ ჯაგრისები იცვლება დროულად და ასევე გამოიყენება შესაბამისი ქიმიური საშუალებები, პორტალი წარმოადგენს მანქანის რეცხვის ყველაზე სწრაფ და იაფ საშუალებას.

3) ხელით რეცხვა, უკეთესია ვიდრე მაღალი წნევით უკონტაქტო რეცხვა.

აღნიშნული მოსაზრება, სრულ აბსურდს წარმოადგენს! პირიქით, ეს აზიანებს მანქანას! მანქანის ხელით რეცხვა, გულისხმობს ღრუბელის გამოყენებას, რომელიც დასველებულია შესაბამის სარეცხ საშუალებაში. რეცხვისას, ხდება ღრუბელის მოსმა მანქანის ძარაზე, ამ დროს კი მანქანის ძარაზე დარჩენილი ქვიშის ნაწილაკების ეხახუნება მანქანის ძრას და იწვევს ნაკაწრებისა და მიკრობზარების წარმოქმნას მანქანის ძარის შეღებილ ნაწილებზე. რაც, შემდგომ იწვევს ძარის კოროზიას.

4) მანქანის ხშირი რეცხვა საზიანოა.

ეს, აზრიც საკმაოდ მოკლებულია საფუძველს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული საზომი იმისა, თუ რა არის ხშირად და რა არის იშვიათად. ყოველ შემთხვევაში, უმჯობესია მანქანა იყოს სუფთა ვიდრე ტალახიანი. ვინაიდან ტალახი და მტვერი იწვევს ნესტის აბსორბაციას, რაც ასევე თავის მხვრივ იწვევს ძარის კოროზიას. იმ მიზნით, რომ მანქანამ უფრო დიდ ხანს შეინარჩუნოს სისუფთავე, სასურველი სპეციალური დამცავი ცვილის გამოყენება, აღნიშნული ცვილი აფერხებს მანქანის ძარაზე როგორც წყლის ისე მტვერის შეყოვნებას.

5) სუფთა მანქანა უკეთ დადის.

ეს აზრი, ყველა წარმოდგენილს შორის ყველაზე მართებულია. უპირველეს ყოვლისა, მტვერი და ტალახი ზრდის ხახუნის ძალას, შესაბამისად იზრდება საწვავის ხარჯი. იდეაში სხვაობა მინიმალურია, თუმცა ეს თეორიული მოსაზრება დამტკიცებულია პრაქტიკული ცდებით. მაგალითად, აბსოლუტურად სუფთა და ძალიან ტალახიან მანქანას შორის სწვავის დანახარჯის სხვაობა შეიძლება 10,1% კი უდრიდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომენტი: სუფთა მანქანაში ჩასხდომა, მგზავრსაც და მძღოლსაც სიამოვნებს.

მთავარია გახსოვდეთ, რომ სწორი საავტომობილო ქიმიის და მოვლის საშუალებების გამოყენება არა მხოლოდ უფრო მიმზიდველ შესახედაობას მისცემს თქვენს მანქანას, არამედ მის უქსპლუატაციის ვადასაც გაზრდის.