როგორ გავრეცხოთ მანქანა შინ?

როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლში?

ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს ავტომობილი ხარისხიანად გარეცხოს სახლის პირობებში. მოკლე ინფორმაცია თუ როგორ გავრეცხოთ მანქანა შინ.

ეს კითხვა ადამიანებს ძალიან არც ისე ხშირად აწუხებთ, ვინაიდან ავტომფლობელთა უმრავლესობა ან სპეციალიზირებულ ავტოსამრეცხაოებს ამჯობინებს ან უკვე ბევშობიდან რეცხავდა მშობლის თუ ნათესავის მანქანას. თუმცა, ბევრმა არც კი იცის ბოლომდე როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლის პირობებში ან როგორ გავეკეთოთ ეს ხშირად. მაშ, როგორ გავრეცხოთ მანქანა სახლში?

ქვემოთ მოცემულია, პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს ავტომობილი ხარისხიანად გარეცხოს სახლის პირობებში.

მანქანის გასარეცხად თქვენ დაგჭირდებათ:

  1. სპეციალური საავტომობილო შამპუნი;
  2. სათლი (ვედრო);
  3. მსხვილფოსოებიანი ღრუბელი;
  4. შუშების საწმენდი სითხე;
  5. სალონის საწმენდი საშუალება;
  6. ავტომობილის გასამშრალებელი ტილო;
  7. წყალი (უმჯობესია გამდინარე, რეზინის მილით მიყვანილი იმ ადგილამდე სდაც რეცხავთ მანქანას).

სანამ ავტომობილის რეცხვას შევუდგებოდეთ, საჭიროა შევარჩიოთ შესაბამისი ადგილი. ეს ადგილი უნდა იყოს ჩრდილში, მნიშვნელოვანია, რომ დაღვრილმა წყალმა არ უნდა წარმოქმნას ტალახი, ხოლო ქიმიურმა საშუალებებმა არ უნდა დააზიანოს ნარგავები და ყვავილები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეცხვამდე მანქანის ძარა გაგრილდეს, ვინაიდან ცხელ ძარაზე მისხმულ შამპუნს ნაკლები ეფექტი გააჩნია.

ამოიღეთ ავტომობილიდან, რეზინის ნოხები (ე.წ. კოვრიკები).

მოასხით ავტომობილის ძარას წყალი. ჩამორეცხეთ ტალახი და სხვა დაბინძურებები წყლის ჭავლის საშუალებით. ამ ეტაპზე ნუ იხმართ ღრუბელს, ვინაიდან ტალახის ნაწილაკებმა შეიძლება დაკაწროს თქვენი ავტომობილის ძარა.

ჩაასხით საავტომობილო შამპუნი, სათლში და გააზავეთ იგი ინსტრუქციის შესაბამისად. აუცილებელია გამოიყენოთ, მხოლოდ სპეციალური შამპუნი. სახვა და სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებს, მაგ.: ჭურჭლის სარეცხ ჟელეებს და სარეცხ ფხვნილებს ავტომობილის ძარის საღებავის დაზიანება შეუძლია.

ჩაალბეთ ღრუბელი სათლში, და დაიწყეთ ავტომობილის რეცხვა. აქ ორი აუცილებელი პირობა უნდა გვახსოვდეს: 1) რეცხვა უნდა დაიწყოთ მანქანის სახურავიდან და ჩამოხვიდეთ ქვევით. 2) საანამ ღრუბელს სათლში ჩაალბობდეთ, კარგად გარეცხეთ იგი გამდინარე წყლით.

გამოხსენით კარებები და ფრთხილად, ისე რომ არ შეეხოთ პლასტმასის ნაწილებს და სალონის ელემენტებს გარეცხეთ კარებების კიდეები.

მას შემდეგ, რაც ავტომობილი მთლიანად გაქაფული იქნება, ჩამორეცხეთ შამპუნი, ასევე ზემოდან ქვევით.  ხოლო, კარბების კიდეები სუფთა სველი ღრუბელის საშუალებით გარეცხეთ. ასევე, კარგად გარეცხეთ ავტომობილის საბურავები, როგორც ღრუბელის ისე გამდინარე წყლის საშუალებით.

გაამშრალეთ, ავტომობილის ძარა და მინები ტილოს საშუალებით. რაც უფრო ხშირად გაწურავთ ტილოს – მით უკეთესი.

ამის მერე, შეგიძლიათ გარეცხოთ ავტომობილის რეზინის ნოხები. მათი გამშრალება, ტილოს საშუალებით არ არის აუცილებელი.

რეზინის ნოხების მერე, დგება შუშების დროც. მოაფრქვიეთ შუშებზე სპეციალური საწმენდი სითხე, და მოაპრიალეთ შუშები მშრალი ტილოს ან ხელსახოცის საშუალებით.